ბადრი ჯაფარიძის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის მოსაზრება ნაკლებად აინტერესებს და მასთან არანაირ მოლაპარაკებას არ აწარმოებს. ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„მე არ ვიცი, რა არ მოეწონა ოქრუაშვილს და მისი მოსაზრება ნაკლებად მაინტერესებს. არანაირ მოლაპარაკებას ოქრუაშვილთან ერთად არ ვაწარმოებ და არც ვაპირებ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მოძრაობა „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა „ლელოს“ თანადამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მიმართა და გალექსილ პოსტში სიმხდალეში დასდო ბრალი.
ამის მიზეზი კი ხაზარაძის მიერ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით გაკეთებული განცხადება გახდა, რომ კარგი იქნება, თუ ვადამდელი არჩევნები 2021 წელს ჩატარდება, თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ეს არარეალურია და ვადამდელი არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით 2022 წელს უნდა ჩატარდეს.