საბა ბუაძე ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. „ლელოს“ წევრმა TV პირველის ეთერში აღნიშნა, რომ ოპოზიციაში დაპირისპირება არ არსებობს, თუმცა გარკვეული პირები პოლიტიკური კულტურის ჩარჩოებს სცდებიან.
„ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას რაც შეეხება, მე მგონი, ეს განცხადება მასზე უფრო მეტად მეტყველებს, ვიდრე ამ განცხადების ადრესატზე. ნამდვილად სამწუხარო, არაკოლეგიალური და არაეთიკური იყო ამ ყველაფრის მოსმენა, რაც მან განაცხადა. სხვას ვერაფერს გეტყვით. არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. ოპოზიციაში მიმდინარეობს ძალიან ჯანსაღი პროცესი, უბრალოდ ამ ჯანსაღი პროცესის პარალელურად ვიღაც გამოდის პოლიტიკური კულტურის ჩარჩოებიდან.
მოძრაობა „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა „ლელოს“ თანადამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მიმართა და გალექსილ პოსტში სიმხდალეში დასდო ბრალი.
ამის მიზეზი კი ხაზარაძის მიერ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით გაკეთებული განცხადება გახდა, რომ კარგი იქნება, თუ ვადამდელი არჩევნები 2021 წელს ჩატარდება, თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ეს არარეალურია და ვადამდელი არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით 2022 წელს უნდა ჩატარდეს.