ვისურვებდი, რომ ელენეს ეს გადაწყვეტილება არ მიეღო, ამას არ დავმალავ არანაირად, არა მხოლოდ პერსონალური ურთიერთობის გამო, პოლიტიკურადაც, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია პარტიიდან ელენე ხოშტარიას წასვლას.
„გარდა პერსონალური ურთიერთობებისა, პოლიტიკური შეხედულებებითაც, ამ გადაწყვეტილების შემდეგაც, ელენე "ევროპულ საქართველოსთან" ყველაზე უფრო ახლოს მდგომი ფიგურა იქნება, ამიტომ მას წარმატებებს ვუსურვებ, რადგან საერთო ამოცანები და ღირებულებები ჩვენ საერთო გვაქვს", - განაცხადა ბოკერიამ.
ელენე ხოშტარიამ „ევროპული საქართველო“ დატოვა. მისი თქმით, ის არც ერთ სხვა პარტიაში არ გადადის და რჩება ოპოზიციურ ერთობაში. როგორც ხოშტარიამ განმარტა, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მისი პოზიციები უცვლელია.