დავით ბაქრაძე ელენე ხოშტარიაზე: ეს არ არის პარტია „ევროპული საქართველოდან“ გადინების პროცესი, მისი გადაწყვეტილების შესახებ დიდი ხანია ვიცოდით

დავით ბაქრაძე ელენე ხოშტარიაზე: ეს არ არის პარტია „ევროპული საქართველოდან“ გადინების პროცესი, მისი გადაწყვეტილების შესახებ დიდი ხანია ვიცოდით

ეს არ არის პარტია „ევროპული საქართველოდან “ გადინების პროცესი, როგორც ეს ზოგიერთს სურს, გამოაჩინოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ელენე ხოშტარიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პარტიაში დიდი ხანია იციან, რომ ელენე ხოშტარია დამოუკიდებელ პოლიტიკურ საქმიანობაზე ფიქრობდა.

„ელენე ხოშტარია იყო და რჩება ჩვენი გუნდის წევრად. საკმაოდ დიდი ხანია ვიცით, რომ მას გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა, რომ ის არჩევნების დასრულების შემდეგ ფიქრობდა დამოუკიდებელ პოლიტიკურ საქმიანობაზე, მეტი აქცენტით სამოქალაქო აქტივიზმის, ამიტომ რა შედეგითაც არ უნდა დასრულებულიყო ეს არჩევნები, ჩვენთვის ეს სიახლე არ ყოფილა, ეს იყო ის, რაზეც წინასწარ პარტიის შიგნით ვიცოდით. ელენეს თავის ახალ გზაზე წარმატებს ვუსურვებ და ვფიქრობ, რომ მიზანი კვლავ საერთო გვაქვს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ელენე ხოშტარიამ „ევროპული საქართველო“ დატოვა.