ალეკო ელისაშვილი: კარგია რომ „ლელომ“ და მისმა ლიდერებმა რევოლუციურ სცენარებზე ფიქრს თავი დაანებეს

ალეკო ელისაშვილი: კარგია რომ „ლელომ“ და მისმა ლიდერებმა რევოლუციურ სცენარებზე ფიქრს თავი დაანებეს

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის განცხადებას ვადამდელი არჩევნების 2022 წელს დანიშვნასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს ბევრად ადეკვატური წინადადებაა, ვიდრე რევოლუციურ სცენარზე ფიქრი.

„კარგია, რომ "ლელომ" და მისმა ლიდერებმა რევოლუციურ სცენარებზე ფიქრს თავი დაანებეს და სხვა, უფრო ადეკვატურ წინადადებებზე ფიქრობენ. არც ჩვენ ვართ წინააღმდეგნი რიგგარეშე არჩევნების, მათ შორის, 2022 წელს, მით უფრო, სრულად პროპორციულის. ვნახეთ, რომ ამ წინადადების მერე დაიწყო აგრესია "ლელოს" წინააღმდეგ, ეს ჩვენ არ გვიკვირს, გამოვიარეთ და ჩვენთვის ნაცნობი ვითარებაა. ეს არის ამ ქვეყნის პრობლემა, რომ შენ თუ ჩემსავით არ ფიქრობ, შენ ხარ გაყიდული, მოსყიდული და ყველანაირი უბედურება შეიძლება დაგაბრალო. არადა, თითქოს, ამ ქვეყანას უნდოდა მრავალპარტიულობა, რომელიც განსხვავებულ აზრებსა და პოზიციებს ნიშნავს“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მოძრაობა „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი „ლელოს“ ლიდერ, მამუკა ხაზარაძეს მიმართავს და გალექსილ პოსტში მას სიმხდალეში სდებს ბრალს.

მამუკა ხაზარაძემ, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ ვადამდელი არჩევნები 2021 წელს ჩატარდება, თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ეს არარეალურია და ვადამდელი არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით 2022 წელს უნდა ჩატარდეს.