მას შემდეგ, რაც მეგან მარკლი და პრინცი ჰარი სამეფო ოჯახის ვალდებულებებისგან გათავისუფლდნენ, წყვილს გაცილებით მეტი დრო აქვთ საკუთარი ინეტერესებისა თუ ჰობისთვის. ამჯერად საქმე მეგან მარკლს ეხება, რომელმაც როგორც ინსაიდერები იუწყებიან გადაწყვიტა ბედი მწერლობაში სცადოს და შექმნას მხატვრული ლიტერატურა, რომელიც იქნება ბავშვებისთვის და არამხოლოდ მათთვის.
იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჰერცოგინიის ახალ ამბიციას სკეპტიკურად უყურებენ, გავიხსენოთ, რომ პრინც ჰარიზე დაქორწინებამდე ყოფილ მსახიობს ჰქონდა საკუთარი ბლოგიც, სადაც ჯანსაღ კვებასა და მოდაზე წერდა.