ოპოზიცია არის ერთიანი იმ საკითხებში, რა საკითხებშიც ვთანამშრომლობთ - ეს არის არჩევნების გაყალბება, სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა და ის 4 ძირითადი საკითხი, რაც იყო მოლაპარაკების მაგიდასთან, იგივე რჩება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
„რაც ოპოზიციის ერთობას აზიანებს, ზუსტად მსგავსი განცხადებებია და შეურაცხმყოფელი ფეისბუქ პოსტები, რაც ბატონმა ოქრუაშვილმა გამოაქვეყნა. ნამდვილად არ მივესალმები ასეთ პოსტებს და დამოკიდებულებას კოლეგების მიმართ“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
მოძრაობა „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი „ლელოს“ ლიდერ, მამუკა ხაზარაძეს მიმართავს და გალექსილ პოსტში მას სიმხდალეში სდებს ბრალს.
მამუკა ხაზარაძემ, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ ვადამდელი არჩევნები 2021 წელს ჩატარდება, თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ეს არარეალურია და ვადამდელი არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით 2022 წელს უნდა ჩატარდეს.