სალომე სამადაშვილის თქმით, ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია და მათი გადახედვა არ იგეგმება

სალომე სამადაშვილის თქმით, ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია და მათი გადახედვა არ იგეგმება

ოპოზიციის მოთხოვნები არ გადახედილა და ის არის შეთანხმებული პოზიცია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა მამუკა ხაზარაძის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ცხადია არსებობს განსხვავებები, ოპოზიციამ შეეძლო და სტრატეგიულად შეინარჩუნა ერთიანობა. ჩვენი მოთხოვნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა და საარჩევნო რეფორმა, არ გადახედილა. ეს არის შეთანხმებული პოზიცია და ამის არანაირი გადახედვა არ იგეგმება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მამუკა ხაზარაძემ, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ ვადამდელი არჩევნები 2021 წელს ჩატარდება, თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ეს არარეალურია და ვადამდელი არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით 2022 წელს უნდა ჩატარდეს.