ელენე ხოშტარიას "ევროპული საქართველოდან" წასვლის შესახებ ინფორმაციას ალეკო ელისაშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ მას და პარტიის სხვა ლიდერებს დიდი ხანია, ერთმანეთში კონფლიქტი ჰქონდათ. ელისაშვილმა არ იცის, ამჯერად რა გახდა მოტივატორი, რამაც მისი წასვლა დააჩქარა:
"ელენე ხოშტარიას და "ევროპული საქართველოს" ლიდრებს რომ კონფლიქტი ჰქონდათ და უთანხმოება, დიდი ხნის განმავლობაში, ეს ჩვენთვის ცნობილი იყო. შემდეგ რას გააკეთებს ხოშტარია, არ ვიცი. არც ის ვიცი, რაიმე კონკრეტული მიზეზი გახდა თუ არა მოტივატორი, რამაც მისი გადაწყვეილება დააჩქარა, თუმცა ის ჩვენს პარტიაში ნამდვილად არ იქნება. ძალიან დიდი ხანია, აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდათ ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით" - განაცხადა ალეკო ლისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ტვ პირველმა გაავრცელა ინფორმაცია ელენე ხოშტარიას "ევროპული საქართველოდან" წასვლის შესახებ. რამდენიმე საათში თავად ხოშტარიაც გააკეთებს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს.