არსებული ინფორმაციით, ელენე ხოშტარია „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს

არსებული ინფორმაციით, ელენე ხოშტარია „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს

არსებული ინფორმაციით, ელენე ხოშტარია „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს.საკითხზე პარტიაში განცხადება დღის მეორე ნახევარში გაკეთდება. „ევროპული საქართველოს“ ლიდერების ბრიფინგი 15:30 საათზე ჩაინიშნა.

სად გააგრძელებს ხოშტარია პოლიტიკურ საქმიანობას, ამ ეტაპზე უცნობია.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხოშტარია „ევროპული საქართველოს“ დატოვებას გეგმავდა.