მივესალმები იმ ფაქტს, რომ მოთხოვნილ იქნა ამ სფეროში ორი უმნიშვნელოვანესი ევროპული ინტიტუტის – ვენეციის კომისიისა და ეუთო-ოდირის აზრი. მათი რჩევა ნამდვილად დაეხმარება ამ პროცესს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მან მმართველი გუნდის ინიციატივები შეაფასა. კერძოდ, პირველი მოსმენით მიღებულია კანონპროექტი პარტიების დაფინანსებისა და საარჩევნო ცენზის შესახებ.
„მართალი გითხრათ, ამ ინიციატივასთან დაკავშირებით ორი რამ მაწუხებდა: პირველი პოლიტიკური დიალოგი და მასთან დაკავშირებული გარემო იყო – არ ვფიქრობდი, რომ ეს მხარეების დაახლოებას შეუწყობდა ხელს – ეს ჩემი წუხილი ოპოზიციის რეაქციამაც დაადასტურა. მეორე, თვითონ ამ საკანონმდებლო ინიციატივების თემა – პოლიტიკური პარტიების როლი დემოკრატიაში. ეს ძალიან რთული თემაა, რომელსაც ღია, სტრატეგიული განხილვა სჭირდება. როგორ ვხედავთ პოლიტიკურ პარტიებს, რამდენად არის პარტიის პარლამენტში საქმიანობა ამ პარტიის არსის შესაფერისი, რამდენად წარმოადგენს ესა თუ ის პარტია მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს და ა.შ. პირადად მე, უბრალოდ ვერ ვხედავ, რამდენად დაეხმარებოდა ასეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება მათ მიმართ ნდობას. მივესალმები იმ ფაქტს, რომ მოთხოვნილ იქნა ამ სფეროში ორი უმნიშვნელოვანესი ევროპული ინტიტუტის – ვენეციის კომისიისა და ეუთო-ოდირის აზრი. მათი რჩევა ნამდვილად დაეხმარება ამ პროცესს“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.