კარლ ჰარცელი: თუ ვინმე ჩემზე ნეგატიურს ამბობს, ცხადია ვაქცევ ყურადღებას, თუმცა ეს იმდენად პირადად მე არ მეხება, რამდენადაც პროცესზე ახდენს გავლენას

კარლ ჰარცელი: თუ ვინმე ჩემზე ნეგატიურს ამბობს, ცხადია ვაქცევ ყურადღებას, თუმცა ეს იმდენად პირადად მე არ მეხება, რამდენადაც პროცესზე ახდენს გავლენას

კარლ ჰარცელი ფასილიტატორი ელჩების მიმართ კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიური ინტერვიუში განაცხადა.

​„ყველანი ადამიანები ვართ და თუ ვინმე ჩემზე ნეგატიურს ამბობს, ცხადია ვაქცევ ყურადღებას, თუმცა ეს იმდენად პირადად მე არ მეხება, რამდენადაც პროცესზე ახდენს გავლენას. როდესაც ეს ნეგატიური შეფასებები გამოითქვა, იმას უფრო ვწუხდი, რომ ეს შეთანხმებისკენ სვლაზე ახდენდა გავლენას. ეს რომ ჩაშლილიყო, მართლაც შემაშფოთებელი იქნებოდა. იმედი მაქვს, დღეს იმ ეტაპზე მივედით, რომ ყველამ შემდეგი ნაბიჯი უნდა გაიაზროს და ეს ნაბიჯი საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს სასარგებლო“, - განაცხადა ჰარცელმა.