„თალაკვაძე ამ განცხადებას ჰაერზე არ გააკეთებდა“ - არეშიძე ოპოზიციის პარლამენტში შესვლას პროგნოზირებს

„თალაკვაძე ამ განცხადებას ჰაერზე არ გააკეთებდა“ - არეშიძე ოპოზიციის პარლამენტში შესვლას პროგნოზირებს

„ვფიქრობ, არჩილ თალაკვაძეს ჰქონდა მიზეზი, რომ თავისი პროგნოზი გაემჟღავნებინა ოპოზიციური სპექტრიდან გარკვეული ნაწილის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ზუსტად ვერ ვიტყვი რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, თუმცა არ არის გამორიცხული გარკვეული პირობა შეეთევაზებინა ხელისუფლებას ოპოზიციისათვის, თუნდაც ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით", - ასე ეხმაურება „რეზონანსთან" ექსპერტი მამუკა არეშიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომრის არჩილ თალაკვაძის განცხადებას.

თალაკვაძე თავის განცხდებაში ამბობს, რომ მალე მოხდება გარდატეხა და ოპოზიცია დაიწყებს მონაწილეობას საპარლამენტო პროცესებში.

„გარწმუნებთ, რომ უკვე მოხდება გარდატეხა და ოპოზიცია დაიწყებს მონაწილეობას საპარლამენტო პროცესში. ვიცი, რომ ეს ზოგიერთებს ძალიან ეწყინებათ, ამ ოპოზიციაში -რადიკალურ ნაწილს, მაგრამ, საბედნიეროდ, ოპოზიციას ჰყავს ისეთი ადამიანებიც, რომლებიც პატივს სცემენ საკუთარი მხარდამჭერების არჩევანს, რომლებიც პატივს სცემენ სახელმწიფო ინტერესებს და ჩვენი მოლაპარაკებების მიზანის წორედ ეს არის, რომ ამის გარშემო გავერთიანდეთ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ექსპერი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილის შესვლა პარლამენტში მართლაც მოსალოდნელია და ეს ნათლად ჩანს.

„მე არ ვიცი ოპოზიციის რომელი ნაწილი იგულისხმა თალაკვაძემ, თუმცა იმის ნიშნები, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი პარლამენტში შესვლას აპირებს, ისედაც ჩანს. მაგალითად, ელისაშვილი ამის ნათელი მაგალითია.

„ის, რაც არის დაფარული, რაც უშუალოდ მოლაპარაკებებზე ხდება, ჩვენ ეს არ ვიცით და მხოლოდ ის გვესმის, რომ ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამიტომ არ მგონია თალაკვაძეს არ ჰქონოდა მიზეზი და უბრალოდ ჰაერზე ეთქვას ეს სიტყვები. ვფიქრობ, მოლაპარაკებებზე გამოიკვეთა აღნიშნული პროგნოზი და მან ერთგვარად შეაჯამა ეს ყველაფერი. ვერ გეტყვით უშუალოდ რა სახის მოლაპრაკება შეიძლება იყოს ოპოზიცია-ხელისუფლებას შორის, რადგან ჩემი ყველა ვარაუდი შეიძლება მცდარი იყოს, ამიტომ არ მინდა ტყუილი გამომივიდეს.

„ჩემს ვარაუდებს არ დავაკონკრეტებ. ფაქტია - მოლაპარაკება არის. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავუშვათ გარკვეული დაპირება თუნდაც იგივე ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. სხვა ვერაფერს ვიტყვი ნამდვილდ", - ამბობს არეშიძე „რეზონანსთან" საუბრისას.