მიხეილ სარჯველაძის თქმით, ოპოზიციას სურს პარლამენტი ერთპარტიულად გადააქციოს. ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღეს პარლამენტი არის მრავალპარტიული. 9 საარჩევნო სუბიექტია და კიდევ უფრო მეტი პარტია, რომელიც უშუალოდ გვყავს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. უბრალოდ მათ სურვილი აქვთ, რომ პარლამენტი არა ამომრჩევლის პოზიციის მიხედვით, არამედ ხელოვნურად გადააქციონ ერთპარტიულ პარლამენტად. ეს არის მათი სურვილი. ვნახოთ, როგორი იქნება მომავალში მათი პოზიცია და გადაწყვეტილება და რეალობა როგორი იქნება“, - განაცხადა სარჯველაძემ.