თალაკვაძე, ისევე როგორც მისი თანაგუნდელები აგრძელებენ პოლიტიკურ „ბლეფს“ - სანამ არ იქნება შეთანხმება ხელახალ არჩევნებზე, სისტემაზე და პოლიტპატიმრებზე, მანამდე შესვლას არ ვაპირებთ

თალაკვაძე, ისევე როგორც მისი თანაგუნდელები აგრძელებენ პოლიტიკურ „ბლეფს“ - სანამ არ იქნება შეთანხმება ხელახალ არჩევნებზე, სისტემაზე და პოლიტპატიმრებზე, მანამდე შესვლას არ ვაპირებთ

როგორც ჩანს, თალაკვაძე, ისევე როგორც მისი სხვა თანაგუნდელები ისევ აგრძელებენ პოლიტიკურ „ბლეფს“. ოპოზიციამ თავისი აზრი ძალიან მკაცრად და მკვეთრად დააფიქსირა - სანამ არ იქნება შეთანხმება ხელახალ არჩევნებზე, არჩევნების სისტემაზე და პოლიტპატიმრებზე მანამდე შესვლას არ ვაპირებთ, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომლის თქმით, მოხდება გარდატეხა და ოპოზიცია დაიწყებს მონაწილეობას საპარლამენტო პროცესში.

როგორც სერგი კაპანაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ერთი და ორი ცალკეული ადამიანი სურათს არ ცვლის და ამ ადამიანების პარლამენტში შესვლის შემთხვევაშიც, ვერავინ ვერ იტყვის, რომ პარლამენტში ოპოზიციაც არის.

"ისინიც ხვდებიან, რომ აზრი არ ექნება არც მათთვის, ერთი ან ორ ადამიანს თუ იყიდიან და შეაცდენენ. ეს რეალურად, არ ნიშნავს პარლამენტში ოპოზიციის ყოფნას. როგორც ჩანს, მიაჩნიათ, რომ ეს შანტაჟზე ორიენტირებული მიდგომა არის ის, რაც მუშაობს. მათ აქვთ ეს დავალება როგორმე ოპოზიციამ შეიყვანონ პარლამენტში, რადაც არ უნდა დაუჯდეთ და ამ დავალების შესრულებას ცდილობენ ბოლომდე. მთავარი იყო, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია არ შესულიყო და არ მოეხდინა ამ არჩევნების ლეგიტიმაცია. ერთი და ორი ცალკეული ადამიანი სურათს არ ცვლის, მაგ ადამიანების შესვლის შემთხვევაშიც ვერავინ ვერ იტყვის, რომ პარლამენტში ოპოზიცია არის. მათი ამოცანა იყო, რომ ოპოზიციური ძალები შესულიყვნენ პარლამენტში და ეს ამოცანა არის მიუღწეველი. რა თქმა უნდა, გამოსავალი შეთანხმებაშია, უნდა იქნეს მიღწეული ის მიზანი, რომელიც ჩვენ გვაქვს დასახული ეს არის, რომ შევთანხმდეთ ახალ არჩევნებზე, საარჩევნო სისტემაზე და პოლიტიკურ პატიმრებზე“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უკვე მოხდება გარდატეხა და ოპოზიცია დაიწყებს მონაწილეობას საპარლამენტო პროცესში. თალაკვაძე ამბობს, რომ სტატუს -კვო მალე შეიცვლება.

 

mamago პარლამენტში არა, მაგრამ ერთი ადგილი ვიცი, სადაც უნდა შეხვიდეთ ან შეიხედოთ მაინც!
4 წლის უკან