ლევან თარხნიშვილი

ლევან თარხნიშვილი"ჩვენი მოთხოვნები უცვლელია - აღნიშნულ საკითხებზე მზად ვართ სასაუბროდ

„ევროპული საქართველოს“ წევრის ლევან თარხნიშვილის განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია, ეს ეხება ახალი არჩევნების დანიშვნას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ცესკო-ს ხელმძღვანელობის ცვლილებას და საარჩევნო კოდექსში სხვადასხვა ცვლილებების განხორციელებას.

ლევან თარხნიშვილის განმარტებით, აღნიშნულ საკითხებზე ოპოზიცია ხელისუფლებასთან სასაუბროდ მზად არის.

„ჩვენი მოთხოვნები უცვლელია, ეს არის ოთხი მოთხოვნა: ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, თვისობრივად ახალი ადმინისტრაცია და არა სახელებისა და გვარების შეცვლა. ახალი საარჩევნო გარემო, რაც საარჩევნო კოდექსში მთელ რიგ ცვლილებებს გულისხმობს. აღნიშნულ საკითხებზე მზად ვართ სასაუბროდ, ამ დეტალებზე შეგვიძლია მოლაპარაკებებზე წავიდეთ“, - განაცხადა თარხნიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „უახლოეს თვეებში პარლამენტი უკვე იქნება ზუსტად ისეთ ფორმაში, როგორც ის საზოგადოებამ აირჩია“. არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ სტატუს - კვო მალე შეიცვლება.

პარლამენტის თავმჯდომარე ასევე დარწმუნებულია, რომ მოქალაქეების გადაწყვეტილება აუცილებლად შესრულდება და უახლოეს თვეებში პარლამენტი იმუშავებს ისეთ ფორმატში, როგორც ეს საზოგადოებამ გადაწყვიტა.

Aburjga Tasmanieli ვაა? ამას ვინ რას ეკითხება?! ნაღდად ვერ გავიგე?
4 წლის უკან
კარლო ეს ნაძირალაც რომ ხმას იღებს. ხმებს არც კი ითვლიდა, ისე აცხადებდა შედეგებს არჩევნებზე, როგორც ბელადი უბრძანებდა
4 წლის უკან