ზაალ უდუმაშვილი არჩილ თალაკვაძის განცხადებაზე: ეს უფრო თალაკვაძის წინასაახალწლო სურვილებია - თუ შეთანხმება არ შედეგება, არც ერთი დეპუტატი არ აპირებს პარლამენტში შესვლას

ზაალ უდუმაშვილი არჩილ თალაკვაძის განცხადებაზე: ეს უფრო თალაკვაძის წინასაახალწლო სურვილებია - თუ შეთანხმება არ შედეგება, არც ერთი დეპუტატი არ აპირებს პარლამენტში შესვლას

31 ოქტომბრის შემდეგ გვესმის, რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში, მაგრამ სურათი რეალურად სულ სხვა არის , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებას, ოპოზიციის საპარლამენტო პროცესებში მონაწილეობის თაობაზე.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, „ეს უფრო თალაკვაძის წინასაახალწლო სურვილებია“.

„ვხედავთ ერთპარტიულ პარლამენტს, რომელმაც დიდი შანსია ასე განაგრძოს მუშაობა ახალი წლის შემდეგაც. აბსოლუტურად მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს გაცხადებული აქვს ძალიან მყარი პოზიცია და ის პარტიებიც კი, რომლებსაც ჯერ არ დაუწერიათ განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ხმამაღლა აცხადებენ, რომ შეთანხმების მიღწევის გარეშე, პარლამენტში არ შევლენ. ოპოზიციური ერთობა არ დარღვეულა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პარტიამ გადაწყვიტა, ჯერჯერობით უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებები არ დაეწერა. ოპოზიცია საერთო სტრატეგიით მიდის, თუ შეთანხმება არ შედეგება, არც ერთი დეპუტატი არ აპირებს პარლამენტში შესვლას“ ,- აღნიშნა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უკვე მოხდება გარდატეხა და ოპოზიცია დაიწყებს მონაწილეობას საპარლამენტო პროცესში. თალაკვაძე ამბობს, რომ სტატუს -კვო მალე შეიცვლება