„გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერი ზურა ჯაფარიძე 31 დეკემბერს საჯარო დაბადების დღეს გადაიხდის. შესაბამისი „ივენთი“ სოციალურ ქსელში უკვე შეიქმნა.
„1 დეკემბრის ღამეს ჩვენს ქალაქში პრაქტიკულად არსად არაფერი ხდება. არადა, გარდა იმისა, რომ ახალი წელია, 31-ში დავიბადე, 23.45-ზე, 1 იანვარი მიწერია დაბადების მოწმობაში. რადგან დაწესებული შეზღუდვების გამო, ქვეყანა გაყინულია და არ იცით როგორ გაერთოთ ახალი წლის ღამეს: გეპატიჟებით ჩემს დაბადების დღეზე”, – წერს ჯაფარიძე.
მისი თქმით, ღამის განმავლობაში არაერთი ცნობილი ელექტრონული მუსიკის არტისტი დაუკრავს.