არჩილ თალაკვაძე: გამოდიან წინა ხელისუფლების დროინდელი კარუსელების, ბატუტების და ლახტის სპეციალისტები და ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა

არჩილ თალაკვაძე: გამოდიან წინა ხელისუფლების დროინდელი კარუსელების, ბატუტების და ლახტის სპეციალისტები და ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა

„გადასახადის გადამხდელებმა არ უნდა დააფინანსონ ის პარტიები, რომლებიც კანონმდებლობით დაწესებულ ამ პირობას უგულვებემყოფენ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო კანონმდებლობა ამბობს, რომ ვინც მიიღებს კონკრეტულ შედეგს და გადალახავს ბარიერს, მან უნდა მიიღოს საბიუჯეტო დაფინანსება, ისინი არ შედიან პარლამენტში, მაგრამ ამავე დროს არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. შესაბამისად, თუ ისინი არ ეთანხმებიან შედეგებს, რის საფუძველზეც უნდა მიიღონ დაფინანსება, ამიხსენით, რატომ არის მოქალაქეების აზრი მოკლებული საფუძველს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიცია დღეს თუ ამბობს, რომ ეს ხელს უშლის მოლაპარაკებებს, ჯერ არ არის მიღებული ეს კანონი.

„თუ მოლაპარაკება სურთ, მოვილაპარაკოთ, თუმცა ეს მოლაპარაკება უნდა იყოს სამართლიანი პირობებით და როდესაც შენ ამბობ, რომ არჩევნები გაყალბდა და ეს არის საფუძველი და მერე აღმოჩნდება, რომ ეს საფუძველი პირიქით არის; როდესაც ხელისუფლება გეუბნება, რომ შევქნათ საგამოძიებო კომისია და გამოვიძიოთ საჩივრები; გადავთვალოთ უბნები... ტელევიზორში რომ გამოდიან წინა ხელისუფლების დროინდელი კარუსელების, ბატუტების და ლახტის სპეციალისტები და ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა, ეს არის საფუძველი?!“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.