კარდაშიანების ოჯახი ყველა დღესასწაულს გრანდიოზულად აღნიშნავს. მიუხედავათ იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ვარსკვლავურმა ოჯახმა შობის დღესასწაული ისე ვერ აღნიშნა, როგორც ამას გასულ წლებში აკეთებდა, მათ ფანებს მაინც გაუზიარეს თავიანთი გლამურული ფოტოები. მათ შორის იყო კიმი, რომრლმაც კიდევ ერთი განსხვავებული, თუმცა ამვდროულად დახვეწილი და სექსუალური იმიჯი გაგვიზიარა.
რეალითი შოუს ვარსკვლავმა, 40 წლის კიმ კარდაშიანმა იტალიური ბრენდის Schiaparelli-ს შავ და სალათისფერ ფერებში გადაწყვეტილი კაბა მოირგო, რომელსაც შავი, უზარმაზარი საყურეები და გამჭვირვალე, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.