სინოპტიკოსები 26 დეკემბერს ქუთაისში დღისით +12 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება, დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8. ბათუმში, სადაც ცვალებადი მოღრუბლულობა შენარჩუნება, დღისით სინოპტიკოსები +14 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 იქნება. სოხუმში +14 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში +4 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, თუმცა მზიანი ამინდი იქნება. ღამით -2 გრადუსი. ამბროლაურში ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.
ჭიათურაში +8 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +3 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში +6 გრადუსია მოსალოდნელი. ღამის განმავლობაში -1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში +1 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -3 გრადუსი იქნება.
გორში დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში 0 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს. ომალოში ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -8 გრადუსი არის ნავარაუდევი.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი არის მოსალოდნელი.
+6 გრადუსია ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +4 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი +1 გრადუსი არის ნავარაუდევი.
რუსთავში დღისით ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.