ნიუ-იორკში ბრუკლინის ხიდს ხომალდი დაეჯახა. ქალაქის მერის, ერიკ ადამსის ინფორმაციით, ისთ-რივერის სრუტეში მექსიკის სამხედრო-საზღვაო ძალების სასწავლო ხომალდის „კუაუტემოკის“ ძრავები მწყობრიდან გამოვიდა. გემი, რომლის ბორტზეც 277 ადამიანი იმყოფებოდა, დინებამ ბრუკლინის ხიდისკენ წაიღო. შეჯახებისას გემის სამივე ანძა გატყდა.
ინციდენტის შედეგად, ბორტზე მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა - ორი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. ბრუკლინის ხიდი არ დაზიანებულა და მოძრაობა მასზე უკვე აღდგენილია.