ვლადიმერ ბოჟაძე: გვჭირდება, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგები წარვუდგინოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, იმისთვის რომ აიკრძალოს როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე მისი სატელიტი პარტიები

ვლადიმერ ბოჟაძე: გვჭირდება, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგები წარვუდგინოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, იმისთვის რომ აიკრძალოს როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე მისი სატელიტი პარტიები

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა ხვალ გაიმართება. კომისიის მუშაობის მიზნებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ.

„ყველაზე მთავარი - გვჭირდება, რომ კომისიის მუშაობის შედეგები, ანუ მტკიცებულებები, წარვუდგინოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, იმისთვის რომ აიკრძალოს როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე მისი სატელიტი პარტიები და იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ ამ სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები, აეკრძალოთ ქართულ პოლიტიკაში მოღვაწეობა და ყველაზე მთავარი - კიდევ ერთხელ შევახსენოთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, თუ რას წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობა“, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში 2012 წლამდე და შევახსენოთ, რომ ეს ძალა კვლავ ცდილობს ასევე ძალადობით დაბრუნებას ხელისუფლებაში“, - განაცხადა ბოჟაძემ.

ხვალინდელ სხდომაზე განიხილავენ 2011 წლის 26 მაისს მომხდარ და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის სხვა ფაქტებს. სხდომაზე მიწვეულნი არიან ნონა გაფრინდაშვილი, დავით ლორთქიფანიძე, გიორგი ბურჯანაძე და ელდარ კურტანიძე.