30 წლის მომღერალი რიტა ორა პაპარაცების ობიექტივშც ხშირად ხვდება და სოციალურ ქსელშიც დიდი აქტიურობით გამოირჩება. ფანებს ის იმედებს არასოდეს უცრუებს, რადგან მუდამ შესანიშნავ ფორმაშია და არაჩვეულებრივად გამოიყურება. გამონაკლისი არც უკანსკნელი შემთხვევა გამხდარა, როდესაც მან ინსტაგრამზე ახალი ფოტოები განათავსა.
უახლეს კადრებში რიტამ თეთრი მაისური და ამავე ფერის მაღალწელიანი შარვალი მოიხდინა, რომელსაც 64,95 ფუნტის ღირებულების, ბრენდ Dazzle-ის ფეხსაცმელი შეუხამა.