51 წლის ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და მოცეკვავე ჯენიფერ ლოპეზი სოციალურ ქსელში უახლეს ფოტოებს აქვეყნებს.
ვარსკვლავ Rocky Gathercole-ის წითელი კაბა აცვია და გამომწერებს შობის დღესასწაულს ულოცავს. შეგახსენებთ, რომ შემსრულებელმა წლების წინ საზოგადოებას საკუთარი სუნამოს ხაზი წარუდგინა, ასევე ითანამშრომლა კოსმეტიკურ კომპანია Inglot-თან, საბოლოოდ კი კანის მოვლის კოსმეტიკური საშუალებების საკუთარი ხაზი JLo Beauty შექმნა.
ჯენიფერი ამჯერად საკუთარი ბრენდის პროდუქციაზე ორიენტირებული, რომლის გაყიდვაც ოფიციალურად 2021 წლიდან დაიწყება.
ის ამჟამად ახალ რეკლამაზე მუშაობს, რომელსაც მაყურებელი ძალიან მალე იხილავს. კოსმეტიკური ბრენდებით სავსე სამყაროში ადგილის დამკვიდრება რთულია, თუმცა ჯენიფერ ლოპესი საზოგადოებას უამრავ ინოვაციურ იდეასა და მოდერნიზებულ საშუალებას ჰპირდება, 51 წლის ვარსკვლავის კანის მოვლის კოსმეტიკური საშუალებების ხაზი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ოფიციალურად რამდენიმე დღეში იქნება.