შალვა პაპუაშვილი: კარგია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობამ

შალვა პაპუაშვილი: კარგია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობამ" შეასწორა პოზიცია და „ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო გამოყენებაზე“ აღარ საუბრობს

კარგია, რომ განსხვავებით 4 ნოემბერს სხვა 23 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად გაკეთებული განცხადებისგან, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ" შეასწორა მისი პოზიცია და აღარ საუბრობს „ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო გამოყენებაზე" და "სახელმწიფოსა და პარტიას შორის ზღვრის წაშლაზე".https://bit.ly/3rpH0Ni, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში Facebook-ში წერს.

იგი აღნიშნული პოსტით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმიანება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" დღეს 2020 წლის არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხზე საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.

კარგია, რომ განსხვავებით 4 ნოემბერს სხვა 23 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად გაკეთებული განცხადებისგან, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ" შეასწორა მისი პოზიცია და აღარ საუბრობს „ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო გამოყენებაზე" და "სახელმწიფოსა და პარტიას შორის ზღვრის წაშლაზე".https://bit.ly/3rpH0Ni

კარგია, რომ კიდევ ერთი პრეტენზიის უსაფუძვლობა გაირკვა.

ეს უკვე მესამე უზუსტობაა, რომელიც NGO-ების 4 ნოემბრის ერთობლივ განცხადებაში აღმოჩნდა (მანამდე შედეგების დაგვიანებული გამოცხადება, უბნების 8% დისბალანსი).

აქვე. TI-ის მიერ გადამოწმებული 2 500 ოქმიდან რელევანტური დისბალანსი მხოლოდ 61 ოქმში აღმოჩნდა.

ალბათ, დროა, ამ 24-მა ორგანიზაციამ გადახედოს და შეასწოროს მათ მიერ 4 ნოემბერს გაკეთებული შეფასება. განსაკუთრებით კი მისი ის პასაჟი, რომლის მიხედვითაც: „2020 წლის საპარლამენტო არჩევნები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი იყო."

დღეს ამ შეფასების უკან არანაირი ფაქტი აღარ დგას და მხოლოდ აღქმებს ეფუძნება“, - წერს შალვა პაპუაშვილი.