აბაშიძე-კარასინის ფორმატს თავისი თავი არ ამოუწურავს, მასზე უარის თქმა არაა სწორი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან.
„აბაშიძე-კარასინის ფორმატს თავისი თავი არ ამოუწურავს. ეს არის ერთადერთი ორმხრივი არხი პირველ რიგში ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად. ეს არხი სულ რომ ცალმხრივი იყოს, მასზე უარის თქმა არ არის სწორი და ჩვენ ის მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“, - განაცხადა გახარიამ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიასგან დაინტერესდა, რა სარგებლობა მოაქვს აბაშიძე-კარასინის ფორმატს და ხომ არ ამოწურა ამ ფორმატმა თავისი თავი.