პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტისა და დესტრუქციის გზას ადგას უხერხულობას უნდა გრძნობდეს საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, დისკომფორტი არის, რაც პირველ რიგში იმ ოპოზიციური ძალების პასუხისმგებლობაა, ვინც ქუჩის ფორმა აირჩია.
„პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტისა და დესტრუქციის გზას ადგას უხერხულობას უნდა გრძნობდეს საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. ამომრჩეველმა, რომელმაც ხმა ოპოზიციურ პარტიებს მისცა, რა თქმა უნდა, ეს გააკეთა იმ მიზნით, რომ დღეს მეტად უფრო კრიტიკული დისკუსია და დებატები გვქონოდა, რომ მათ რჩეულებს დაესვათ კითხვები მინისტრობის კანდიდატებისთვის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისთვის, აქედან გამომდინარე არის დისკომფორტი, მაგრამ პირველ რიგში ეს იმ ოპოზიციური ძალების პასუხისმგებლობაა, ვინც ქუჩის ფორმა აირჩია", - განაცხადა თურნავამ.