სამეფო ოჯახის წევრები ბოლო 32 წლის მანძილზე პირველად არ დაესწრებიან საშობაო წირვას

სამეფო ოჯახის წევრები ბოლო 32 წლის მანძილზე პირველად არ დაესწრებიან საშობაო წირვას

ქეით მიდლტონი, პრინცი უილიამი და სამეფო ოჯახის დანარჩენი წევრები ბრიტანეთის ისტორიის ბოლო 32 წლის მანძილზე პირველად არ დაესწრებიან ნორფოლკში გამართულ საშობაო წირვა-ლოცვას.

წმინდა მარიამის სახელობის ეკლესიას ოჯახი, როგორც გაირკვა, კორონავირუსით შექმნილი ვითარების გამო არ ესტუმრება. ინფორმაცია ნორფოლკის პოლიციის დეპარტამენტმა გაავრცელა და ამით საზოგადოებას ხალხმრავლობისთვის თავის არიდებისკენ მოუწოდა.