გიორგი ვოლსკი: სამთავრობო პროგრამა ორიენტირებულია იმაზე, რომ პანდემიით გამოწვეული სერიოზული პრობლემები დავძლიოთ

გიორგი ვოლსკი: სამთავრობო პროგრამა ორიენტირებულია იმაზე, რომ პანდემიით გამოწვეული სერიოზული პრობლემები დავძლიოთ

სამთავრობო პროგრამა ორიენტირებულია იმაზე, რომ დაძლეულ იქნეს სერიოზული პრობლემები, რომლებიც იქმნება პანდემიის გამო, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„სამთავრობო პროგრამა ორიენტირებულია იმაზე, რომ დაძლეულ იქნეს სერიოზული პრობლემები, რომლებიც იქმნება პანდემიის გამო, რომელიც იქმნება იმის გამო, რომ ეკონომიკა ზარალდება, რომელიც იქმნება იმის გამო, რომ შიდა პოლიტიკურ ველზე დესტრუქციული ძალები ინარჩუნებენ დაძაბულობას. რასაკვირველია, ამას ყველაფერს უნდა ვუპასუხოთ ძალიან მწყობრი სისტემით, გეგმით, რომელიც სამშვიდობოს გაგვიყვანს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი გახარიამ მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებთან ერთად, დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა და სამომავლო ხედვა გააცნო.