ანრი ოხანაშვილი: დემოკრატიულ საზოგადოებაში დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

ანრი ოხანაშვილი: დემოკრატიულ საზოგადოებაში დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

დემოკრატიულ საზოგადოებაში დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ღია ეთერში“ ისაუბრა.

მისი თქმით, დღეს საზოგადოების დაკვეთაა პოლიტიკური დიალოგი, კონსტრუქციული ოპონირება და საპარლამენტო სივრცის გამოყენება.

„ჩვენ ვრჩებით იმ პრინციპების ერთგული, რა პრინციპებზე დაყრდნობითაც დაიწყო დიალოგის პროცესი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით. ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენი ქვეყნის შემდგომი გრძელვადიანი დემოკრატიისთვის, რომ პარტიებმა შეძლონ უფრო მეტად დაახლოონ პოზიციები ერთმანეთთან, რაც ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა. საზოგადოების დაკვეთა არ გახლავთ და არ არის მოლოდინი დესტრუქციის რადიკალიზაციის. რადიკალური ოპოზიციის ამომრჩევლების ნებაც არ არის ეს, რაც არჩევნების კონკრეტული შედეგით გამოიხატა, წინააღდეგ შემთხვევაში გვექნებოდა სრულიად განსხვავებული სურათი. დღეს საზოგადოების დაკვეთაა პოლიტიკური დიალოგი, კონსტრუქციული ოპონირება და საპარლამენტო სივრცის გამოყენება. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე. დღეს არსებული გამოწვევა, პანდემია, რაც მთელ სამყაროს აქვს, მასთან ბრძოლა, გამკლავება, ეკონომიკის განვითარება, საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა ეს არის ნომერ პირველი ამოცანა. ამიტომ ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ ოპონენტებშიც იქნებიან და არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ ამ ლოგიკით და რომლებიც, ფიქრობენ იზრუნონ საზოგადოებაზე და სახელმწიფოს შემდგომ განვითარებაში შეიტანონ წვლილი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.