ოპოზიციას მოვუწოდებთ, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოებს დაუბრუნდნენ, ამ პროცესებში მონაწილეობა მიიღონ. მათი პოზიცია და კითხვები ხელისუფლებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან მათ ის შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ, რომ თავიანთი მხარდამჭერების ინტერესები გაახმოვანონ ასეთი მაღალი ტრიბუნიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
დეპუტატის თქმით, „სამთავრობო გუნდი მხარდაჭერას საჭიროებს, რომ რეფორმები ბოლომდე მიიყვანოს“.
„მთავრობაში მხოლოდ ერთი წევრია შეცვლილი, თეა წულუკიანმა პარლამენტში გადმოინაცვლა. დანარჩენი გუნდი არის უცვლელი და ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ამ სამთავრობო გუნდმა დაამტკიცა, რომ ისინი არიან ძალიან კარგად შეკრული და შეთამაშებული გუნდი, რომელსაც აქვს არაერთი შედეგი დადებული ქვეყნის საკეთილდღეოდ კრიზისების მართვის კუთხით და ამ გუნდს ქვეყანა სწორ გზაზე მიჰყავს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ეს გუნდი მხარდაჭერას საჭიროებს, რომ რეფორმები ბოლომდე მიიყვანოს. ოპოზიციას მოვუწოდებთ, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოებს დაუბრუნდნენ, ამ პროცესებში მონაწილეობა მიიღონ. მათი პოზიცია და კითხვები ხელისუფლებისთვის, ასევე საზოგადიებისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან მათ ის შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ, რომ თავიანთი მხარდამჭერების ინტერესები გაახმოვანონ ასეთი მაღალი ტრიბუნიდან. ასევე გამოიყენონ ის ბერკეტები, რაც ახალმა რეგლამენტმა ოპოზიციას მიანიჭა. ეს მაშინ, როცა პარლამენტში 60 დეპუტატით არიან წარმოდგენილნი“, – განაცხადა მიქანაძემ.