ფეისბუქ-მომხმარებელი გელა კურტანიძე სოციალურ ქსელში წერს:
მე ვინც ავირჩიე, კოხტად სხედან პარლამენტში. თან ისეთები არიან, ნაცდივა სალომე სამადაშვილსაც კი მოწონს: საზღვარგარეთ განათლებამიღებულები, დაბანილ-დავარცხნილები. რასაც ვუყურებ, სიტყვა-პასუხშიც არა უშავთ. დანარჩენი ვნახოთ, წარმატებას ვუსურვებ და იმედი მაქვს ხალხის ნდობას გაამართლებენ..
იმ ამომრჩეველმა იკითხოს, მორიგ ჯერზე რომ მოატყუეს და ერთმანეთში არკვიონ არჩეულ-ამომრჩეველმა, ვინ სად და როდის შევა ან არ შევა..
რევოლუციური სცენარისა საერთოდ არ მჯერა, ამის რესურსი ოპოზიციას არ გააჩნია და არც არავითარი ნიშანწყალი მოჩანს რევოლუციური სიტუაციისა. მთელი ეს თითიდან გამოწოვილი "გაყალბებული არჩევნები" სხვა არაფერია, თუ არა გამიზნული შანტაჟი ხელისუფლებისა, მისგან დამატებითი დივიდენდების მისაღებად. იმდენი უბედურება აქვს ჩადენილი ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს, რომ მისთვის პარლამენტიც კი არ არის უსაფრთხო ადგილი და პარლამენტარის იმუნიტეტი საკმარისი, ამიტომ, ჩემი აზრით, ხელისუფლებისგან ხელშეუხებლობის გარანტიას ანუ ინდულგენციას ითხოვს..
მოკლედ, ნაცოპოზიცია ვაბანკზე წავიდა და მალე მათ ფიასკოსაც ვნახავთ: ბლეფის მოწყობასაც ცოდნა უნდა, შესაფერი მომენტის შერჩევა და შესაბამისი უნარები, პატივცემულებო. იმის თქმა მინდა, პრინციპში სულაც არ უნდა მაინტერესებდეს, კიდევ ვინ შესუნსულდება პარლამენტში და საერთოდ, შესუნსულდება ვინმე თუ არა..
გაგიკვირდებათ და ეს ასეცაა
თუმცა იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტართა რეალური რაოდენობა, სამნიშნა ციფრით იქნება გამოსახული..
ახლა იმ სეირის ხილვაღა დაგვრჩა, ოპოზიციონერთა ნაწილი სად, როდის და რა ვითარებაში ალოკავს საკუთარ გადაფურთხებულს და ეგზომ სანუკვარ სავარძელში ჩაეშვება..
არადა, რა მარტივად პრავდება შესვლა - "ქვეყანას ჭირდება, ძმაო, ჩამოგვექცევა თავზე". "ჩამოგვექცევა არა შვანსკი", გაიფიქრებ შენ, მაგრამ რა გინდა ქნა, აირჩია ხალხმა, მისი ადგილი პარლამენტშია..
აი, არშესვლა კი არ პრავდება! არანაირად! ეს უნდა ესმოდეს ყველას, გინდ ნაცი იყოს, გინდ შმაცი, გინდ შმაცუნა და გინდ შმაცუცუნა - ასეთებიც გამოჩნდნენ ამ ბოლოს
"გაყალბებული არჩევნები" და მსგავსი "ტრუხა ბაზარი" არავის გაუვა - ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით. აგერ, "ევროპულ საქართველოს" ეგონა, სხვებზე მეტი იცოდნენ,
თავად იყვენ განათლებულ-განათებულები და ჩვენ ბნელები და კი ვხედავთ ამაზე პასუხს: შიგნიდან ამომრჩეველმა დაანახა ბრანწი და გარედან ძველმა პატრონ-მყვარებელმა..
დავუშვათ, ემოციურ დონეზე რომც გაპრავდეს არშესვლა, შემდეგ არჩევნებზე ყველა დავინახავთ, რომ .. ამჯერად არშესულებს ვეღარ დავინახავთ..
მე კი ასე მგონია: ნაცების ნაწილი მაინც აღმოჩნდება პარლამენტში, ნაწილი კი ქუჩაში დარჩება..
ასევე, ნაწილი დანარჩენი ოპოზიციისა პარლამენტარობას ამჯობინებს, მცირე ნაწილი წავა სახლში, ჩამოშორდება პოლიტიკას ან აირჩევს ქუჩაში ყოფნას..
და დარწმუნებით ვიცი: ვინც საბოლოოდ ნაცებთან ერთად დარჩება ქუჩაში, ისიც ნაცების ლუკმა გახდება, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ნაციანალური უბედურების საშველი ამ ქვეყანაში არ არსებობს!
საკითხავი მხოლოდ ისაა: ჩვენი საშველი თუ არსებობს მისგან?
და როდის გვეღირსება ნორმალური პოლიტიკური გარემო, ნორმალური პოლიტიკური მოთამაშეებითა და საყოველთაოდ დადგენილი თამაშის წესებით