ბიძინა კულუმბეგოვი
ვაქცინა პანდემიის მართვასა და მის დასრულებაში მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა ვისურვებდი, რომ მედიკამენტიც გაჩნდეს, რადგან წამლის გარეშე ამ დაავადების მართვა გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან გართულდება, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნებმა, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე დიდი თანხა დახარჯეს, საქართველოს ტიპის ქვეყნებს მას ძალიან სწრაფად არ მიაწვდიან.
„თუმცა არსებობს შანსი, რომ ორმხრივი მოლაპარაკებებით, ამ ქვეყნებმა მაგალითად, მეზობელ ქვეყნებს კვოტა დაათმობინონ. მთავრია, ჩვენი ტიპის ქვეყანა დაელოდოს, თუ რომელ ვაქცინებს მისცემს პრეკვალიფიკაციას ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაცია“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.