გივი მიქანაძე: საზოგადოება დაიღალა იმ ფილმის ყურებით, რომელიც თითქმის 30 წელია ჩვენს ქვეყანაში ვითარდება

გივი მიქანაძე: საზოგადოება დაიღალა იმ ფილმის ყურებით, რომელიც თითქმის 30 წელია ჩვენს ქვეყანაში ვითარდება

საზოგადოება დაიღალა იმ ფილმის ყურებით, რომელიც თითქმის 30 წელია ჩვენს ქვეყანაში ვითარდება და ამაზე ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმაც მიგვითითეს - , ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო უკვე საკმაოდ განვითარდა დემოკრატიულად და ყველამ, ვინც კი მიიღო მანდატი, ნდობას პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს და მონაწილეობა მიიღოს იმ პროცესებში, რომლებიც ქვეყნისა და საზოგადოების კეთილდღეობისთვისაა მნიშვნელოვანი.

„ის ნაბიჯი, რომელსაც რადიკალური, დესტრუქციული ოპოზიცია დგამს, ჩვენი მხრიდან პირდაპირ პასუხს მოითხოვს და სწორედ ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა და რომელიც პირველი მოსმენით მივიღეთ, ეს არის არა „ქართული ოცნების“ პასუხი, არამედ საზოგადოების პასუხი მათ მიმართ.