მამუკა მდინარაძემ განმარტა, ბოიკოტის გამო პარლამენტარს რა შემთხვევაში არ ჩამოეჭრება ხელფასი

მამუკა მდინარაძემ განმარტა, ბოიკოტის გამო პარლამენტარს რა შემთხვევაში არ ჩამოეჭრება ხელფასი

პარლამენტარის მიერ ბოიკოტი რეგლამენტის კანონითაა გათვალისწინებული და ხელფასის დაქვითვას არ იწვევს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ბოიკოტი არის დეპუტატის უფლებაა და იმ შემთხვევაში, თუ დეპუტატი ბოიკოტთან დაკავშირებით განცხადებით მიმართავს პარლამენტს, მას თანხა არ ჩამოეჭრება.

„ბოიკოტზე ახლა განცხადება რომ დავწერო, ვთქვათ, ამ სხდომის ან ამ კვირის ბოიკოტირებას ვაპირებ, ხელფასი არც კი დამექვითება, არათუ პარტიას შეუწყდება დაფინანსება. ბოიკოტი არ არის ამის საფუძველი. თუ დეპუტატი უარს აცხადებს ზოგადად, საპარლამენტო პროცესში მონაწილეობაზე, კანონპროექტის სულისკვეთება ეს არის. თუ საერთოდ უარს აცხადებს, არათუ პოლიტიკურ პროცესებსა და საპარლამენტო ცხოვრებაშია ჩართული, არამედ საერთოდ უარს აცხადებს დემოკრატიული პროცესებში მონაწილეობაზე, ამ შემთხვევისთვის არს გათვალისწინებული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მხოლოდ ის პარტია მიიღებს, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. ხოლო პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას. ასეთი შინაარსის მუხლის ასახვა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში იგეგმება.