რამდენიმე საათის წინ, მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ბევერლი ჰილზის ქუჩებში გამოჩნდნენ. პაპარაცების მიერ გადაღებული კადრები სწორედ იმ სივრცეს მოიცავს, სადაც საოფისე ფართებთან ერთად, სამედიცინო ცენტრიც მდებარეობს.
როგორც ხედავთ, წყვილი ცდილობდა შენობაში ჩუმად მოხვედრას, თუმცა ამაოდ, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ წყვილი მეორე შვილს ელოდება.
შეგახსენებთ,რომ სულ ცოტა ხნის წინ მეგან მარკლმა საზოგადოებას გაუზიარა ტრაგიკული ამბავი ზაფხულში მუცლადმყოფი ბავშვის დაკარგვის შესახებ.