რატომ გადაიფიქრა ჯენიფერ ლოპეზმა ალექს როდრიგესზე დაქორწინება?

რატომ გადაიფიქრა ჯენიფერ ლოპეზმა ალექს როდრიგესზე დაქორწინება?

ისევე როგორც უამრავი სხვა წყვილი, რომელიც 2020 წელს გრანდიოზული ქორწილის გადახდას ფიქრობდა, 51 წლის ჯენიფერ ლოპეზი და 45 წლის ალექს როდრიგესიც საოცნებო ცერემონიის გარეშე დარჩნენ. როგორც ცნობილია, წლის განმავლობაში წყვილის ქორწილი რამდენჯერმე გადაიდო პანდემიის გამო, ახლა კი, უცხოური მედია ალაპარაკდა იმის შესახებაც, რომ ქორწილი საერთოდ არ იქნება.

ჯენიფერ ლოპეზმა ამის შესახებ რამდენიმე საათის წინ - ენდი კოენის რადიოგადაცემაში ისაუბრა, "რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ბევრი ვისაუბრეთ.ვგულისხმობ იმ ფაქტს, რომ ამ ასაკში ორივე ჩვენგანი უკვე იყო ქორწინებაში, სწორედ ამიტომ დავფიქრდით - დავქორწინდებით თუ არა?! განა ეს რამეს ნიშნავს ჩვენთვის?" -აღნიშნა ვარსკვლავმა.