კიმ კარდაშიანი მის გამომწერებს საშობაოდ ფულს სჩუქნის

კიმ კარდაშიანი მის გამომწერებს საშობაოდ ფულს სჩუქნის

კიმ კარდაშიანმა გადაწყვიტა შობის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად საკუთარი გულშემატკივარიც გაეხალისებინა.

როგორც გაირკვა, ვარსკვლავი მისი გამომწერებიდან 1000 იღბლიანს 500 დოლარს გადაურიცხავს.

"ეს წლის საუკეთესო პერიოდია. ვიცი, რომ 2020 წელი საკმაოდ რთული იყო და ხალხს უჭირს, წუხს იმაზე, რომ ვერ იხდის ბინის გადასახადებს თუ ვერ ახერხებს ბავშვების საჩუქრებით განებივრებას," - დაწერა მან და საკუთარი წვლილი ადამიანების გაბედნიერებაში მისაბაძი მაგალითით შეიტანა.