პანდემიამ გვაჩვენა, რომ არის სამსახურები, სადაც ფაქტობრივად ადამიანებს ყოველდღიური შრომა უწევთ, მაშინ, როდესაც ნაწილი შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში იმყოფებოდეს, არიან ადამიანებია, მიუხედავად პანდემიისა, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად დგანან ქვეყნის სადარაჯოზე და ყველაფერს აკეთებენ ჩვენი სიმშვიდისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, კახა კახიშვილმა პარლამენტში განცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს უსმენენ.
მან გიორგი გახარიას რამდენიმე კითხვით მიმართა.
„არის თუ არა დაგეგმილი ამ 4 წლის განმავლობაში ექიმების, პოლიციელების, სამართალდამცავი სექტორის თანამშრომლების ხელფასების მატება, სოციალური პაკეტების გაძლიერება, ეს ასევე ეხება ჯარისკაცებს, რადგან ვხედავთ რომ ეს ადამიანები დგანან პირველ ხაზზე ამ უჩინარი ვირუსის ფონზე და ჩემი აზრით, ისედაც რთული სამსახური აქვთ და ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მათი მხარდაჭერა.
მეორე კითხვა - მესმის, რომ პანდემიის პირობებში რთულია ბიუჯეტის შემოსავლების მიღება და ამავდროულად გაცემა, მაგრამ არის ადამიანების კატეგორია, რომლებსაც სჭირდებათ მაქსიმალური ყურადღება სახელმწიფოს მხრიდან, ხომ არ გაქვთ დაგეგმილი ეტაპობრივი პროგრამები მხარდასაჭერად. ასევე მაინტერესებს პენსიონერების საპენსიო საკითხი, მე როგორც მაჟორიტარ დეპუტატს ბევრი კითხვა მქონდა შეხვედრების დროს და პენსიონრების მხრიდან თხოვნა, რომ ეს საპენსიო მომსახურება მოწესრიგდეს“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.
საკომიტეტო მოსმენების შემდეგ დღეს მინისტრობის კანდიდატებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ფორმატში მოუსმენენ. პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი გახარიას უსმენენ.