„პოლიტიკური პარტიების ორი ძირითადი დაფინანსების წყარო არსებობს -  მათი მხარდამჭერების შემოწირულობები და საბიუჯეტო სუბსიდირება, რომლის საარჩევნო შედეგებიდან გამომდინარე ფინანსდებიან პარტიები

„პოლიტიკური პარტიების ორი ძირითადი დაფინანსების წყარო არსებობს -  მათი მხარდამჭერების შემოწირულობები და საბიუჯეტო სუბსიდირება, რომლის საარჩევნო შედეგებიდან გამომდინარე ფინანსდებიან პარტიები

„სახელმწიფომ მათ განუსაზღვრა საბიუჯეტო სუბსიდირება, მაგრამ როდესაც ჩვენი ოპონენტები ასეთი საბოტაჟის რეჟიმში იმყოფებიან, არ ახორციელებენ იმ მთავარ უფლებამოსილებას, რისთვისაც მათ ამომრჩეველმა მანდატი მიანიჭა, ლოგიკურად ისმება კითხვა,  რატომ უნდა მოხდეს ჩვენი გადასახადების გადამხდელების მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხიდან მათი დაფინანსება, როდესაც ისინი მთავარ პოლიტიკურ ინსტრუმენტს არ იყენებენ და არ ახორციელებენ საპარლამენტო საქმიანობას და ასე საბოტაჟის რეჟიმში არიან“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა „დღის ქრონიკაში“ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში განსახორციელებლ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, „პოლიტიკური პარტიების ორი ძირითადი დაფინანსების წყარო არსებობს -   მათი მხარდამჭერების შემოწირულობები და მეორე - საბიუჯეტო სუბსიდირება, რომლის საპარლამენტო, თუ სხვა საარჩევნო შედეგებიდან გამომდინარე ფინანსდებიან ესა თუ ის პოლიტიკური პარტიები.

„კონსტიტუციის თანახმად, ხელისუფლების მთავარი წყარო ეს არის ხალხი, რომელიც თავიანთ ამ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებამოსილებას იყენებს სწორედ საპარლამენტო არჩევნების მეშვეობით და განუსაზღვრავს ჩვენს ქვეყანას 150 წარმომადგენელს საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად ქართველმა ხალხმა ეს არჩევანი 31 ოქტომბრის არჩევნებზე, მიმდინარე წელს უკვე განახორციელა და 150 დეპუტატს მიანიჭა მანდატი და უფლებამოსილება რათა მათი ინტერესები დაიცვან საქართველოს პარლამენტში. აქ მნიშვნელოვანია ერთი საკითხი, " ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა ამ კუთხით, პოლიტიკური პარტიების ორი ძირითადი დაფინანსების წყარო არსებობს. ეს არის ერთის მხრივ მათი მხარდამჭერების შემოწირულობები და მეორე ეს არის საბიუჯეტო სუბსიდირება, რომლის საპარლამენტო, თუ სხვა საარჩევნო შედეგებიდან გამომდინარე ფინანსდებიან ესა თუ ის პოლიტიკური პარტიები. რომ შევაჯამოთ ეს საკითხი, ერთის მხრივ  ამომრჩეველმა განახორციელა თავისი ნება და მიანიჭა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს და მათ წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტის მანდატი, რათა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოხდეს მათი ინტერესების დაცვა, მთავარი პოლიტიკური საკითხების განხილვა, დებატი და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავება. ასევე სახელმწიფომ განუსაზღვრა მათ საბიუჯეტო სუბსიდირება, საბიუჯეტო დაფინანსება, მაგრამ როდესაც ჩვენი ოპონენტები ასეთი საბოტაჟის რეჟიმში იმყოფებიან, არ ახორციელებენ იმ მთავარ უფლებამოსილებას, რისთვისაც მათ ამომრჩეველმა მანდატი მიანიჭა, რა თქმა უნდა, ლოგიკურად ისმება კითხვა, მაშინ რატომ უნდა მოხდეს ჩვენი გადასახადების გადამხდელების მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხიდან მათი დაფინანსება, როდესაც ისინი მთავარ პოლიტიკურ ინსტრუმენტს არ იყენებენ და არ ახორციელებენ საპარლამენტო საქმიანობას და  საბოტაჟის რეჟიმში არიან. ამიტომ, ჩვენი კანონპროექტის სულისკვეთება განმსჭვალულია კონსტიტუციიდან და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, თუმცა ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რიგი ოპოზიციური პარტიები, სრულად არ დაადგებიან ამ გზას და ისინი დაუბრუნდებიან ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას საქართველოს პარლამენტში“- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.