როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

სინოპტიკოსები 23 დეკემბერს ქუთაისში დღისით +5 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +1 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, აქ დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1. ბათუმში იწვიმებს. დღისით სინოპტიკოსები +7 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

იწვიმებს ფოთშიც. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. მცირე ნალექია მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 იქნება. სოხუმში +6 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. აქაც წვიმაა მოსალოდნელი.

მესტიაში +1 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -6 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი. ამბროლაურში ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს.

ჭიათურაში +4 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

ახალციხეში თოვს და +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში თოვლია ნავარაუდევი, აქ +3 გრადუსია მოსალოდნელი. ღამის განმავლობაში -5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში +1 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -10 გრადუსი იქნება.

თოვლიანი ამინდია ნავარაუდევი გორში, სადაც დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვლიანი დღე იქნება. +3 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაიწევს. ასევე მოთოვს ომალოში, ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -11 გრადუსი არის ნავარაუდევი.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +6 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში თოვაა ნავარაუდევი. დღის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსი არის მოსალოდნელი.

+4 გრადუსი და მვირე თოვაა ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე თოვას ვარაუდობენ სინოპტიკოსები სიღნაღში, სადაც +4 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი 0 გრადუსი არის ნავარაუდევი.

რუსთავში თოვლია მოსალოდნელი, დღისით ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსამდე იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. დედაქალაქში სინოპტიკოსები თოვლს ვარაუდობენ.