პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდებს, პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტის განხილვის მეორე მოსმენაზე მივიდნენ და შეკითხვები დასვან.
ოხანაშვილის თქმით, ის, რომ პარლამენტი ვინმეს დაფინანსებას უწყვეტს, ტყუილია.
როგორც ანრი ოხანაშვილი განმარტავს, როდესაც კონკრეტული პარტია მანდატზე უარს ამბობს, დაფინანსების მიზნობრიობა იკარგება.
“თუ ოპოზიციას აქვს ინტერესი, რომ ნამდვილად დასვას შეკითხვები და ვნახოთ, ვის მხარეს არის არგუმენტები - მართლაც აქვს ამას სადამსჯელო ფუნქცია, თუ ეს არის კანონპროექტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დემოკრატიული პრინციპების დაცვა. თუ სურთ ეს საკითხები გაიშალოს, მოვუწოდებ, მეორე მოსმენის ფარგლებში მაინც მოვიდნენ დ თუნდაც დარჩენენ იმ ფარგლებში, რა დესტრუქციასაც მიმართავენ და დასვან ის კითხვები, რომელზეც ისინი კამერების წინ წუხან. იქ გამოჩნდება, სადაა ჯანსაღი არგუმენტები. რაც შეეხება სპეკულაცის, რომ ვითომ ჩვენ ვინმეს დაფინანსებას ვუწყვეტთ, ეს არის ტყუილი. აქ გათვალისიწინებულია დაფინანსების შეჩერების მექანიზმი იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია სამომავლოდ შეეცდება და განახორციელებს ამომრჩევლის წარმიმადგენლობის და პარლამენტის, როგორც კონსტიტუციური ორგანოს მიმართს საბოტაჟს. აქ არაა საუბარი იმაზე, რომ უნდა მოვიდნენ და იმუშავონ. ეს დაფინანსება დაკავშირებულია ხალხის მიერ მიცემულ მანდატთან, მაგრამ როდესაც კონკრეტილი პარტია ამ მანდატის განხორციელებაზე და მათი წარმომადგენლიბის შესრულებაზე უარს ამბობს, ამ დაფინანსების მიზნობრიობა იკარგება.
თქვენ რომ მიეცით ხმა და მიეცით მანდატი, რომ წარმოდგინონ თქვენი ინტერესები და მათ გითხრეს, რომ არა არ გვინდა, რა არგუმენტიც არ უნდა ჰქონდეთ, როდესაც მიეცით მანდატი და მეცით ხმა, თქვენ მიეცით 15 ლარი იმიტომ, რომ ერთი ხმა უდროს 15 ლარს. თუ ამ წარმომადგენლობის განხორციელებაზე უარს ამბობენ, ლოგიკურია, რომ ამ დაფინანსების მიზნობრიობა აღარ არის. თუ ამ არგუმენტების საწინააღმდეგოდ ვინმე გააჟღერებს პოზიციას, ამისთვის მზად ვართ”,- განაცხადა ოხანაშვილმა.