ოპოზიციის მონაწილეობა პროგრამის განხილვაში, როგორც კომიტეტებში, ისე - პლენარულ სხდომებზე, ფრაქციის ფარგლებში, ესაა დამოკიდებული ოპოზიციის ხელში და დამოკიდებულია ოპოზიციის ნებაზე, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
„პარლამენტის კარი ოპოზიციისთვის ღიაა, მათთვის ეს კარი არავის დაუხურავს. სამწუხაროდ, ისინი ამ შესაძლებლობას არ იყენებენ“ - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ოპოზიცია და მმართველი გუნდი მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის მოლოდინში არიან. მხარეები იმედოვნებენ, რომ პოზიციების დაახლოებას შეძლებენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ოპონენტებს ახალი არჩევნები სურთ, „ქართულ ოცნებას“ კი, - შეთანხმება არჩევნების გარეშე. მოლაპარაკებების შუამავალმა ელჩმა მხარეებს მკაფიოდ უთხრა, რომ უნდა გადაწყვიტონ, როგორ მიაღწიონ შეთანხმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეხუთე რაუნდი ეფექტური ვერ იქნება.