მიმდინარე წლის დასაწყისში ცნობილმა ფრანგმა კინომსახიობმა ჟერარ დეპარდიემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. ამისი მიზეზი ბატონი ჟერარისა და საფრანგეთის საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლებს შორის არსებული უთანხმოება აღმოჩნდა.
ფრანგი მაღალჩინოსნები დეპარდიეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დიდძალი თანხის დამალვაში ადანაშაულებდნენ. ამ მიზეზის გამო ჟერარმა სამშობლოს დატოვების რთული გადაწყვეტილება მიიღო და ბინა შორეულ რუსეთში დაიდო. გაგიკვირდებათ და ამ ისტორიას ერთგვარი გაგრძელება აღმოაჩნდა.
გასულ წელს ამერიკულმა სააინფორმაციო საშუალებებმა ერთი სენსაციური ცნობა გაავრცელეს.
აღმოჩნდა, რომ ცნობილ მსახიობ ალ პაჩინოს საკუთარი სახელმწიფოს წინაშე დიდი დავალიანება დაუგროვდა.
თურმე 2009 წელს 182 ათასი დოლარი, ხოლო 2010 წელს 22 ათასი დოლარი უნდა გადაეხადა.
ალ პაჩინოს განცხადებით, მას სახელმწიფოს მოტყუება აზრადაც არ მოსვლია. შესაბამისმა უწყებებმა სათანადო გამოძიება ჩაატარეს და დამნაშავესაც მალე მიაგნეს. ის მსახიობის ბიზნეს-მენეჯერი კენეტ სტარი აღმოჩნდა
კენეტ სტარი აშშ-ის სამართალდამცავებმა დააკავეს და 15-წლიანი ციხე გამოუწერეს. სასამართლომ ალ პაჩინოს სახელმწიფოს სასარგებლოდ რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.
ორი დღის წინ ფრანგულ გამოცემა „Le Monde”-ს ბატონი ჟერარ დეპარდიე ესაუბრა. მან თავის ამერიკელ კოლეგას რჩევა მისცა, რომ რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაკავშირებოდა და ამ ქვეყნის მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიემართა.
ჯერჯერობით ალ პაჩინოს გადაწყვეტილება უცნობია. თაღლითი კენეტ სტარი ციხეში იმყოფება, მაგრამ სახელმწიფომ ზარალის ანაზღაურება მაინც ალ პაჩინოს დააკისრა. ამის მიუხედავად ალ პაჩინო აშშ-ის მოქალაქეობაზე უარის თქმას და რუსეთში გადაბარგებას არ აპირებს.