აშშ-ს ციხეში კაცმა დამნაშავის ნაცვლად 37 წელი გაატარა

აშშ-ს ციხეში კაცმა დამნაშავის ნაცვლად 37 წელი გაატარა

აშშ-ში მიჩიგანის შტატში მცხოვრები კაცი 37 წელი ციხეში იმ დანაშაულისთვის იჯდა, რომელიც მას არ ჩაუდენია. ამის შესახებ Unilad წერს.

გამოცემის ცნობით, კაცმა ციხე მას შემდეგ დატოვა, როცა მოწმემ აღიარა, რომ მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მისცა.

უოლტერ ფორბსი 1982 წელს დააკავეს. დაკავების წინა დღეს, მან ბარში მოჩხუბრები გააშველა, ჩხუბის ერთ-ერთმა მონაწილემ მას ესროლა, შემდეგ კი ეს კაცი გარდაცვლილი ნახეს, რისი მიზეზიც ხანძარი გახდა.

ბრალდების მხარის მოწმემ ენის კენებრევმა განაცხადა, რომ უოლტერ ფორბსი ხანძრის დროს, იმ ადგილზე იმყოფებოდა. შედეგად ამერიკელი მკვლელობისა და ხანძრის მოწყობის ბრალდებით გაასამართლეს.

2017 წელს მოწმემ განაცხადა, რომ ფორბსის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მისცა, რადგან ის ქალაქის მცხოვრებმა ორმა კაცმა შეაშინა და დაემუქრა, რომ თუ ასე არ მოიქცეოდა, მის ოჯახს რამეს დაუშავებდნენ.

63 წლის ფორბსმა ციხე 37 წლის შემდეგ დატოვა. ის მადლიერია მოწმის, იმისთვის, რომ ძალა მოიკრიბა, შეცდომა აღიარა და სიმართლე თქვა.