გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია: „უნდა იყოს უფრო მკაცრი ჩაკეტვა, 24 დეკემბერს ქვეყანა არ უნდა გაიხსნას არავითარ შემთხვევაში“

გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია: „უნდა იყოს უფრო მკაცრი ჩაკეტვა, 24 დეკემბერს ქვეყანა არ უნდა გაიხსნას არავითარ შემთხვევაში“

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე, საქართველოს მთავრობას პანდემიის გამო დაწესებული შემზღუდავი ღონისძიებების არა შემსუბუქებას, არამედ კიდევ უფრო გამკაცრებას ურჩევს. როგორც ტვ პირველთან ფხაკაძემ განაცხადა, 24 დეკემბერს ეკონომიკის გახსნა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და თუ ქვეყანა მომდევნო 6 კვირის განმავლობაში ზომებს არ გაამკაცრებს, უფრო სავალალო შედეგებს მივიღებთ.

„უნდა იყოს უფრო მკაცრი ჩაკეტვა. 24 დეკემბერს ქვეყანა არ უნდა გაიხსნას არავითარ შემთხვევაში. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მერე ვითვალოთ ჩვენი მოქალაქეების ავადობის ციფრები, რომელიც იქნება გაზრდილი უფრო მეტად. ჩემი პოზიცია არის მარტივი როგორც პრემიერთან, ისე მინისტრებთან, რომ უნდა იყოს უმკაცრესი ზომები და ქვეყანა უნდა იყოს ჩაკეტილი 6 კვირა, რომ ჩვენ ამოვისუნთქოთ. თუ იქნება არაფექტური წერტილოვანი ჩაკეტვები, გვექნება უფრო სავალალო და მწარე შედეგები“-აცხადებს ფხაკაძე.