StreetStyle ჰეილი ბოლდვინი: რის გამო გახდა მოდელი კრიტიკის მსხვერპლი?

StreetStyle ჰეილი ბოლდვინი: რის გამო გახდა მოდელი კრიტიკის მსხვერპლი?

24 წლის მოდელი ჰეილი ბოლდვინი არაჩვეულებრივი გემოვნებით გამოირჩევა. მისი გამოჩენით ის ფანებს იმედებს არასოდეს უცრუებს, რადგან მუდამ შესანიშნავად გამოიყურება. ახლახანს ის ლოს-ანჯელესში სეირნობისას შენიშნეს, თუმცა მისი იმიჯის გამო ის მალევე კრიტიკის მსხვერპლი გახდა.

ჰეილიმ სპორტული სამოსი, შორტი და “Hoodie” მოირგო, თუმცა ზოგიერთი ფანის ყურადღება მისმა, ფეხსაცმელმა მიიქცია, რომელიც მათი თქმით სტილისთვის შეუფერებელია. მიუხედავად კრიტიკისა ვარსკვლავმა დადებითი კომენტარებიც მიიღო, ფანების ნაწილი აცხადებს, რომ ჰეილი გემოვნებიანი ადამიანია და ყოველთვის კარგად გამოყურება.