2009 წელი ცნობილი ბარბადოსელი მომღერლის - რიანას ცხოვრებაში საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ის მეგობარი მამაკაცის - კრის ბრაუნის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა, რაც არც საზოგადოებისთვის დაუმალავს და სოციალური ქსელები მისმა შემაძრწუნებელმა კადრებმა მოიცვა.
თუმცა დრამა 2019 წელსაც გაგრძელდა, როცა ცნობილი რეპერის - ემინემის ერთ-ერთი ძველი ჩანაწერი მოხვდა ონლაინ სივრცეში, რომელშიც ემინემი ამბობდა, რომ რა თქმა უნდა კრის ბრაუნის მხარს იჭერდა. მაშინც რეპერის წარმომადგენლობამ აღნიშნა, რომ ეს ძველი ჩანაწერი იყო, თუმცა ამ ფაქტმა საზოგადოების გულისწყრომა ვერ გაანელა.
ამჯერად კი, თავად ემინემმა ახალ ტრეკში "Zeus" პირდაპირ მოუხადა ბოდიში კოლეგას, "მთელი გულით ვუხდი ბოდიშს რიანას იმ სიმღერის გამო, რომელიც შემთხვევით მოხვდა ონლაინსივრცეში, მაპატიე, რი! არასდროს მნდომებია შენთვის ტკივილის მოყენება,"-ამბობს რეპერი.