ილონ მასკი ტრანსგენდერების პირის ნაცვალსახელით მოხსენიების წინააღმდეგ გამოვიდა

ილონ მასკი ტრანსგენდერების პირის ნაცვალსახელით მოხსენიების წინააღმდეგ გამოვიდა

49 წლის მილიარდერი - ილონ მასკი საკმაოდ თავისუფალი ხედვით გამოირჩევა, რაზეც ის ფაქტიც მოწმობს რომ Grimes-თან პირველ საერთო შვილს, რომელიც ჯერ სულ რამდენიმე თვის არის, სქესის არჩევის თავისუფლებას მისცემენ, სწორედ ამავე მიზეზით მისი სახელიც - გენდერნეიტრალურია.

ახლა კი, Clean Technica-ს ერთ-ერთ სტატიას გამოეხმაურა, რომელშიც ნაცვალსახელის "ისინი" განხილვა ხდებოდა არაორდინალური ცხოვრების წესის ადამიანებთან მიმართებაში. "მე მთლიანად ვგულშემატკივრობ ტრანსგენდერებს, მაგრამ ეს ყველაფერი ესთეტიკურ კოშმარად მეჩვენება,"- დაწერა მან.